პოლიციელის მკვლელობა

ალასანია პოლიციელის მკვლელობაზე: საგანგაშოა რომ მსგავსი ფაქტები გახშირდა

საგანგაშოა რომ მსგავსი ფაქტები გახშირდა  - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიციელის მკვლელობის თემაზე საუბრისას განაცხადა.

ალასანიამ მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილი პოლიციელის გამო და განაცხადა, რომ მთავრობა ვალდებულია გადაუდებელი ღონისძიებები გაატაროს, რათა საზოგადოება უფრო დაცული იყოს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა პოლიციელის, ბექა მარგიშვილის დაღუპვის გამო. თითოეული უდროოდ დაკარგული ახალგაზრდა, აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნის და მათი ოჯახებისთვის. დამნაშავე დროულად უნდა იქნას გამოვლენილი და დასჯილი. საგანგაშოა ის, რომ მსგავსი ფაქტები გახშირდა. მთავრობამ გადაუდებელი ღონისძიებები უნდა გაატაროს, რათა უზრუნველყოს ჩვენი საზოგადოების მეტი დაცულობა. ვუსამძიმრებ ბექას ოჯახს!“ - განაცხადა ალასანიამ.

გუშინ, უცნობმა პირმა ორ სამართალდამცველს ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

კომენტარები