პოლიციელის მკვლელობა

მარგველაშვილი: პოლიციელის მკვლელობის საქმის სწრაფ გამოძიებას ველი

ტაბულა

პოლიციელის მკვლელობის საქმის სწრაფ გამოძიებას ველი - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილმა მწუხარება გამოთქვა პოლიციელის, ბექა მარგიშვილის, გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციის თანამშრომლის ბექა მარგიშვილის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. შესაბამისი ორგანოებისგან ჩვენ ველით ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის სწრაფ გამოძიებას. დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. პატივს მივაგებ ბექა მარგიშვილის ნათელ ხსოვნას და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას“ - წერს მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვარკეთილში უცნობმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა რის შედეგადაც ერთ-ერთი პოლიციელი გარდაიცვალა.

კომენტარები