პოლიციელის მკვლელობა

ღარიბაშვილი: პოლიციელის მკვლელობა არავის შერჩება

ტაბულა

პოლიციელის მკვლელობა არავის შერჩება  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

ღარიბაშვილმა მწუხარება გამოთქვა გუშინ გარდაცვლილი პოლიციელის გამო და განაცხადა, რომ დანაშაული აუცილებლად გაიხსნება.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციის თანამშრომლის ბექა მარგიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამნაშავის ტყვიამ იმსხვერპლა. პატივს მივაგებ მის ხსოვნას. ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანავუგრძნობ პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას. მძიმედ არის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი. პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოს მიმართ ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება! ეს საზარელი დანაშაული აუცილებლად გაიხსნება და დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხ“ - წერს ღარიბაშვილმი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვარკეთილში უცნობმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა რის შედეგადაც ერთ-ერთი პოლიციელი გარდაიცვალა. სამართალმდაცველები მობილიზებულნი არიან და ეჭვმიტანილს ეძებენ.

 

კომენტარები