პოლიცია

ვარკეთილში დაჭრილი ორი პოლიციელიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა

metro.us

რამდენიმე საათის წინ ვარკეთილში დაჭრილი ორი პოლიციელიდან ერთ-ერთი რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. 28 წლის პოლიციელს ჭრილობები მუცლის და ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული. როგორც ინგოროყვას კლინიკის წარმომადგენელმა ტაბულასთან საუბარში განაცხადა, 4- საათიანი ოპერაციის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება მეორე პოლიციელის მდგომარეობას, იგი პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები