სავიზო პოლიტიკა

პარლამენტში სავიზო რეგულაციების გამარტივებაზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში სავიზო რეგულაციების გამარტივებაზე იმსჯელეს. საკომიტეტო განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კანონპროექტის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მიერ წარდგენა გააპროტესტეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრების აზრით, განხილვას იუსტიციის მინისტრი უნდა დასწრებოდა, რადგან ის შექმნილ პრობლემებზე პირადად არის პასუხისმგებელი. უმცირესობის დეპუტატებმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და უმრავლესობას საკითხის გასატანად სხდომიდან გასული დეპუტატების დაბრუნება მოუწია.

ოპოზიციის შეფასებით, ახალი რეგულაციები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვიზის მიღებას რეალურად არ უმარტივებს. საპარლამენტო უმრავლესობა კი, ნაციონალური მოძრაობის არგუმენტებს არ იზიარებს და მათ პროცედურულ ომში ადანაშაულებს.

სავიზო და ბინადრობის ახალი წესები საქართველოში გასული წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. ახალი კანონით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა. ვიზების აღება კი მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებშია შესაძლებელი. სავიზო რეგულაციების გამარტივებასთან დაკავშირებული ინიციატივით პარლამენტს მარტში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც მიმართა, თუმცა გიორგი კანდელაკის ინიციატივას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. მოგვიანებით მთავრობამ მის მიერ შემოღებული სავიზო რეგულაციების ნაწილის გამარტივება თავადაც გადაწყვიტა.

კომენტარები