სავიზო პოლიტიკა

კვირიკაშვილი: სავიზო რეგულაციების ეფექტი ტურიზმის შემცირებაზე, მინიმალურია

ტურიზმის მიმართულებით გავააქტიურეთ ჩვენი ძალისხმევა გასული წლის ბოლოს. თვითონ ვიზების კანონმდებლობას და რეგულაციების ეფექტს რაც შეეხება, გულახდილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ეფექტი იყო მინიმალური, იმაზე, რაც დღეს ხდება, ნამდვილად გაზვიადებულია. უფრო ნეგატიური პიარის ეფექტი იყო, ვიდრე მატერიალური ეფექტი თვითონ ამ კუთხით იმიტომ, რომ ძირითადი კლება შემოსული ვიზიტორების მოხდა იმ ქვეყნებიდან, სადაც სავიზო რეგულაციები არც მანამდე გვქონია და არც დღეს არ შემოგვიღია. თუმცა, ეს საკითხები გასაუმჯობესებელია.

განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის ყოფილ შენობაში მიმდინარე დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

კომენტარები