ლარის გაუფასურება კვლავ გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა 0.14 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.245 ლარი ეღირება.
ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 1.36 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ევრო 2.429 ლარი ეღირება.
ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 13%-ით არის გაზრდილი.





