ტერორიზმი

ტერორისტები სტამბოლში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას ცდილობდნენ

metro.us

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ქალი მოკლა, რომელიც თანამზრახველ მამაკაცთან ერთად სტამბოლის პოლიციის ოფისზე თავდასხმას ცდილობდა. ქალი, რომელსაც თან ასაფეთქებელი მოწყობილობა და იარაღი ჰქონდა, ადგილზე მოკლეს, მისი თანმხლები მამაკაცი კი გაქცევის მცდელობისას დააკავეს.

ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე შეიარაღებული თავდასხმაა. მანამდე სპეცრაზმმა მემარცხენე რადიკალები მოკლა, რომლებმაც სასამართლოს შენობაში მძევლად პროკურორი აიყვანეს. 

კომენტარები