პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

ფრაქციის თავმჯდომარეების მოხსენებები მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ

ბიძინა ივანიშვილმა ურეკში რომ დაიბაროს მთავრობამინისტრთა კაბინეტის წევრები თავპირისმტვრევით გაიქცევიან - ეს განცხადება აკაკი ბობოხიძემ პრეზიდენტის წლიური ანგარიშს დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტი ქვეყანაში ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ადამიანია, თუმცა მთავრობა მას არ უსმენს.

არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრა გიორგი გაბაშვილმაც. მან თქვა, რომ მთავრობა არა თუ პარლამენტის პლენარული სესიის დარბაზში არ იმყოფება, არამედ ქვეყანას საერთოდ არ ჰყავს და საქართველოს ერთდერთი ადამიანი მართავს.

არაფორმალურ მართვაზე ყურადღება ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანმაც გაამახვილა.

თინა ხიდაშელიმა კი იმედი გამოთქვა, რომ გიორგი მარგველაშვილი შეძლებს იმას, რომ მომავალ წელს, პრეზიდენტის ანგარიშს მთვრობის წარმომადგენლები პარლამენტში დაესწრებიან. ის ამბობს, რომ ეს საკითხი სწორედ საქართველოს პრეზიდენტის მოსაგვარებელია. ხიდაშელმა აქცენტი 2012 წლის შემდეგ მიღწეულ წარმატებებზეც გააკეთა.

კომენტარები