პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

ხიდაშელი პრეზიდენტის გამოსვლაზე: ეს იყო ერთიანი გუნდის ღირსეული წარმომადგენელი

მე, როგორც ერთი დეპუტატი, ძალიან კმაყოფილი ვარ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლით. ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად ყველა თემაზე, რაც დღეს საზოგადოების დღის წესრიგშია, რაზეც ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში კითხვები აქვთ, ან სურვილი აქვთ, რომ მოისმინონ მათი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლისგან, მათ მიიღეს ძალიან მკვეთრი, ნათელი ხედვა. მე ვისურვებდი, ცოტა მეტი შემოთავაზებები ყოფილიყო პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა, ეს არჩევანია, რა თქმა უნდა, რომელსაც გამოსვლის დროს მომხსენებელი აკეთებს. მე პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ, რომ ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, და ჩემს მოხსენებაში ამაზე ვიტყვი, შემიძლია ხელი მოვაწერო პრეზიდენტის გამოსვლას. ეს იყო, როგორც ერთიანი გუნდის ღირსეული წარმომადგენელი დღევანდელი გამოსვლისას.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაზე.

კომენტარები