პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

მარგველაშვილი: საქმეები მაღალკვალიფიციურმა პროკურორებმა უნდა გამოიძიონ

ტაბულა

პროკურატურის რეფორმა დროულად უნდა განხორციელებულიყო - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, უნდა მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზებასთან დაკავშირებით და ისევე, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, პროკურატურასთან დაკავშირებითაც სწორი პასუხები შეიძლება კოალიციის პროგრამაში მოიძებნოს.

მარგველაშვილის განცხადებით, საჭიროა პროკურორებად კვალიფიციური ხალხის დანიშვნა.

„უნდა განისაზღვროს პროკურატურის ინსტიტუციური სტატუსი, მისი ადგილი სახელისუფლებო სტრუქტურებში და ამის შემდეგ უზრუნველყოფილ იქნას დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პირობები. ამასთან ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შედეგების მისაღწევად რეფორმებს თან უნდა ახლდეს სწორი საკადრო პოლიტიკა. უმწიკვლო წარსულისა და მაღალი პროფესიული უნარების მქონე ადამიანების დანიშვნა რიგით პროკურორებად და მათ ხელმძღვანელებად. სწორედ მაღალკვალიფიციური პროკურორების მიერ გამოძიებული საქმეები, დროულად და კვალიფიციურად უნდა იგზავნებოდეს სასამართლოში, რათა გამოირიცხოს კითხვები თვეობით გაწელილ საგამოძიებო პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები