პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პრეზიდენტი: აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღებისას ბიზნესმენთა ჩართულობა

ბიზნესის ადგილობრივი თუ უცხოელი წარმომადგენლები დღესაც ხშირად საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან ცალკეული გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე, რის გამოც საქმიანი ინიციატივების განხორციელება დროში იწელება, ფერხდება ინვესტიციათა მოზიდვა. მნიშვნელოვანია, ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავად ბიზნესმენთა ჩართულობა და საზოგადოების სათანადო ინფორმირება. საჭიროა საფუძველშივე მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან ყველა იმ ინიციატივის გაჟღერებისას თუ კანონად ქცევამდე, რომელიც უკავშირდება ბიზნესგარემოს, ინვესტიციებს და ტურიზმს. ამასთან, აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებათა სწრაფად მიღება და ენერგიული განხორციელება.

განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები