ლარის გაუფასურება კვლავ გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა 0.33 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.227 ლარი ეღირება. გასული კვირის ბოლოს ლარმა გამყარების ტენდენცია დაიწყო, თუმცა ტრენდი მალევე შეიცვალა და ლარი კვლავ გაუფასურდა.
ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 0.62 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ევრო 2.41 ლარი ეღირება.
ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 13%-ით არის გაზრდილი.





