თვითმკვლელობამდე მიყვანა

სიღნაღის რაიონში 11 წლის ბავშვმა სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო

Getty Images

კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში 11 წლის მოზარდი ჩამომხრჩვალი იპოვნეს. ადგილობრივების ცნობით, ბავშვი სკოლიდან დაბრუნების შემდეგ არავის უნახავს, შემდეგ კი სახლთან ახლოს მდებარე სათავსოში, ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეზობლების განცხადებით, სავარაუდო სუიციდის მიზეზი შესაძლოა თანაკლასელებთან კონფლიქტი ყოფილიყო.

 

კომენტარები