ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე დღეს სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურებზე შეჯერდნენ. ამის შესახებ სხდომის შემდეგ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, გარემოს დაცვის კომიტეტის თაბვმჯდომარედ გია ჟორჟოლიანი იქნება წარდგენილი, დიასპორის საკითხთა კომიტეტის- თემურ ჭკუასელი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის - თამაზ მეჭიაური.
ბესელიას განცხადებით, ერთადერთი კომიტეტი, რომელთან დაკავშირებითაც დამატებითი კონსულტაციები უმრავლესობის ფორმატში გაიმართება, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტია. ფრაქცია ქართული ოცნება აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურას განიხილავს. ამასთან, უმრავლესობა კიდევ ერთ კანდიდატურაზე, თინა ხიდაშელზე მსჯელობს.





