IRI-ს კვლევა

IRI: 2%-ის აზრით, მთავრობის მთავარი ჩავარდნა ენმ-ის წევრების არასათანადო დასჯაა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 2% მიიჩნევს მთავრობის მთავარ ჩავარდნად გამოუძიებელ საქმეებს და ენმ-ის წევრების არასათანადოდ დასჯას.

კითხვაზე, თუ რა არის მთავრობის მთავარი ჩავარდნა, კვლევაში მონაწილეთა 29% დაპირებების არშესრულებას ასახელებს, 11% - ინფლაციას, 10-10% ეკონომიკურ კრიზისსა და უმუშევრობას, ხოლო 5-5% კრიმინალსა და არაკომპეტენტურობას. ყველაზე ცოტა გამოკითხული ფიქრობს, რომ მთავრობის მთავარი ჩავარდნა გამოუძიებელი საქმეები და ყოფილი მაღალჩინოსნების "არასათანადო დასჯაა".

კომენტარები