პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში

ვაშაძე: ღარიბაშვილმა სადღაც ხომ უნდა იყოყოჩოს და ეყოყოჩება პრეზიდენტს

პრეზიდენტის გამოსვლას კვლავაც არ ესწრება მთავრობა, რომელიც კარგად ვიცით, რომ მალე დამთავრდება. ღარიბაშვილი დღეს პრემიერი რომ არ არის, ყველამ კარგად იცის. მის ზარს მინისტრები არ პასუხობენ, ტელევიზორიდან იგებს, რა ხდება ქვეყანაში. ეს არის არაფორმალური მმართველობის შედეგი, მაგრამ სადღაც ხომ უნდა იყოყოჩოს ისევ და ეყოყოჩება პრეზიდენტს. საქართველოში პრეცედენტი არ ყოფილა, რომ პრეზიდენტის გამოსვლას არ ესწრებოდეს პრემიერი, არ ესწრებოდნენ მინისტრები, არ ესწრებოდნენ გუბერნატორები. ყველა, აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირი უნდა მოვიდეს და დაესწროს.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლასთან დაკავშირებით.

კომენტარები