კრიმინალი

სოკარის გაზგასამართ სადგურში ორი მამაკაცი დაჭრეს

გურამიშვილის გამზირზე მდებარე სოკარის გაზგასამართ სადგურში ორი მამაკაცი დაჭრეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული - წარსულში ნასამართლევი, 1993 წელს დაბადებული ზურაბ უ. სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 118-ე მუხლი). 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 23 მარტს, გურამიშვილის გამზირზე მდებარე „სოკარის“ გაზგასამართ სადგურში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით ფეხის არეში დაჭრა ოპერატორი - 1991 წელს დაბადებული ზურაბ ა, მენეჯერი - 1983 წელს დაბადებული ჯაფარ ა. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში გურამიშვილის გამზირზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოღებულია", - აცხადებს შსს.

კომენტარები