კრიმინალი

ზესტაფონში, იჭვანიძეების ოჯახს ოთხი შეიარაღებული პირი თავს დაესხა

ზესტაფონში იჭვანიძეების ოჯახს ოთხი შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ერთი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი, ოჯახის დანარჩენ წევრებს კი, ხელკეტებით სცემეს.

თავდამსხმელებმა სახლიდან ვერაფრის წაღება ვერ მოახერხეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. 

კომენტარები