საკონსტიტუციო სასამართლო

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩიეს

kvira.ge

საქართველოს პარლამენტმა მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია. 

84 მომხრე, 1 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

მერაბ ტურავა 1999 წლიდან მუშაობდა უზენაეს სასამართლოში, 2000–2005 წლებში ის იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 2005 წელს მერაბ ტურავამ, ნინო გვენეტაძემ და თამარ ლალიაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლაში საჯაროდ დაადანაშაულეს. მათ თანამდებობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინარულმა კოლეგიამ 2005 წლის ბოლოს დაატოვებინა.

დღესვე, პარლამენტმა ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია.

კომენტარები