კანონიერი ქურდები

სესიაშვილი: ნდობის ჯგუფის წევრს დამოუკიდებლად მოქმედების უფლება არ აქვს

ტაბულა

პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრის ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, ნდობის ჯგუფის წევრს დამოუკიდებლად მოქმედების უფლება არ აქვს. მისი თქმით, ნდობის ჯგუფის შესახებ კანონის მე-6 მუხლი პიდაპირ მიუთითებს, რომ ნდობის ჯგუფი არის კოლეგიალური ორგანო და მას ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვის უფლება აქვს მხოლოდ ნდობის ჯგუფის გადაწყვეტილების შემთხვევაში, თავმჯდომარის მიერ წერილობითი განცხადების გაგზავნის შემთხვევაში, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. სესიაშვილმა კომენტარი ენმ-ის წევრ გივი თარგამაძის ნათქვამზე გააკეთა.

"მეტიც, ის ინფორმაცია, რომელსაც ბატონი თარგამაძე ითხოვდა, მთლიანად სცდება ნდობის ჯგუფის კომპეტენციას. ამ თემაზე ნდობის ჯგუფის ფორმატში ვიმსჯელებთ, რადგან ვფიქრობ, ბატონმა თარგამაძემ თავის უფლებას გადააჭარბა", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნაციონალური მოძრაობის წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა. უწყების ცნობით, ბაზიაშვილი თარგამაძეს ინფორმაციებს სისტემატურად აწვდიდა. ამასთან დაკავშირებით, გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ შსს-დან გათავისუფლებული თანამშრომელი მას ინფორმაციებს აწვდიდა, როგორც დეპუტატსა და ნდობის ჯგუფის წევრს.

კომენტარები