21 მარტის აქცია

სააკაშვილი: მთავრობა ოლიგარქს უყურებს ქვემოდან ზემოთ, ხალხს - ზემოდან ქვემოთ

ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის აქცია მხოლოდ. დღეს საქართველოში ყველა ვხვდებით, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად ჩვენი შეხედულებებისა ან წარსულისა, ჩვენი ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით. თუ ჩვენ გვსურს, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვა არ იყოს შეუქცევადი, თუ ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი საერთაშორისო რეპუტაციის შელახვა და პირდაპირ ვთქვათ "გაბანძება" არ იყოს შეუქცევადი, თუ ჩვენ გვსურს, რომ კორუფცია, ნეპოტიზმი, დანაშაულის ახალი ტალღა არ იყოს შეუქცევადი, საჭიროა, რომ კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანად ხალხმა გამოხატოს ეს აზრი. ჩვენ გვყავს ახლა მთავრობა, რომელიც ოლიგარქს უყურებს ქვემოდან ზემოთ და თავის ხალხს ზემოდან ქვემოთ. ამ დროს სჯობია, რომ ხალხმა ასეთ მთავრობას მიუთითოს თავისი ადგილი. მთავრობა არაა იმისთვის, რომ პრემიები გამოიწერის, არამედ იმისთვის, რომ რთულ პერიოდში დაიცვას ქვეყანა, დაიცვას მოქალაქეები და ემსახუროს ხალხს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 21 მარტის აქციაზე.

კომენტარები