მე მართლაც მგონია, რომ იქ [21 მარტის აქციაზე] გასული საზოგადოების ნაწილი გამოხატავს ფართო საზოგადოების განწყობას, ეს დადასტურდა IRI-ის მონაცემებით, ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება კონკრეტულად იმ ღონისძიებას, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის პარტიული ღონისძიება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ მოსული ხალხი არ წარმოადგენდა ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ნაწილს და მე ძალიან მიკვირს, რომ ორი წლის თავზე ხელისუფლებამ და მმართველმა ელიტამ ვერ ისწავლა, რომ პატივი სცეს საკუთარ ხალხს... რომ ის ოპოზიციის მთავრობაც არის, ესეც ვერ ისწავლეს. ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რაც მათ ძალიან მალე ხელისუფლებისგან გაისტუმრებს.
tbl.ge/5oc
დაკოპირდა
განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: ნაციონალებმა აქციაზე 5-7 ათასი ხალხი მოაგროვეს
- ნარმანია: აქციაზე მივიდა ზუსტად იმდენი ხალხი, რამდენსაც ენმ იმსახურებდა
- სესიაშვილი: დღეს მე ვნახე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური კრუნჩხვები
- კობახიძე: ნაციონალური მოძრაობის დაძახილზე საზოგადოება არ მივიდოდა
- თავისუფალი დემოკრატები: მთავრობა თავად მმართველმა ძალამ უნდა შეცვალოს