21 მარტის აქცია

ნარმანია: აქციაზე მივიდა ზუსტად იმდენი ხალხი, რამდენსაც ენმ იმსახურებდა

გუშინ გამოვიდა ზუსტად იმდენი ხალხი, რამდენსაც იმსახურებდა ის პოლიტიკური რეჟიმი, რომელმა რეჟიმმაც ცხრა წლის განმავლობაში ძალიან მძიმე დღეში ჩააგდო ქვეყანა. ეს იყო ხალხის გამოძახილი და სწორედ, ზუსტად იმდენი ხალხი მივიდა აქციაზე, რამდენის ღირსნიც ისინი [არიან] და მათი ორგანიზებული ღონისძიება იმსახურებდა.

განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გუშინდელ აქციის შესახებ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, მთავრობის გადადგომა 50 000-მა ადამიანმა მოითხოვა. ათობით ათას მომიტინგეზე წერს სააგენტო REUTERS-იც. ქართული ოცნების შეფასებით კი, აქციაზე 12 000 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები