2 საათზე მეტია, ზუგდიდის სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, აქციას ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულების მშობლები მართავენ. აქციის მონაწილეები სასამართლოზე ცრუ მოწმეების მიყვანას აპროტესტებენ.
ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებულთა მშობლები ამბობენ, რომ არცერთი მოწმე მათი შვილების აყვანის პროცესში ადგილზე არ იმყოფებოდა. აქციის მონაწილეების მტკიცებით, მოწმეები ცრუ ჩვენების მიცემის გამო სამსახურებში დააწინაურეს.
დღეს აქციაზე ინციდენტიც მოხდა. სამართალდამცავებთან დაპირისპირების გამო ორი ადამიანი დააკავეს. ორივე მათგანი ზუგდიდის პოლიციაშია გადაყვანილი.





