ყირიმის ანექსია

პუტინი ყირიმის ანექსიაზე: ეს ჩვენი სულიერების და სახელმწიფოებრიობის საკითხია

ყირიმის ანექსიის წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვში წითელ მოედანზე ათეულ ათასობით ადამიანი შეიკრიბა, სადაც საზეიმო კონცერტი გაიმართა.  შეკრებილებს სიტყვით ვლადიმირ პუტინმა მიმართა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყირიმის შემოერთებას რუსული სულიერებისა და სახელმწიფოებრიობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამავე დროს, მან რუსებს და უკრაინელებს ერთი ხალხი უწოდა და მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის მოგვარების იმედი გამოთქვა. საზეიმო ღონისძიებები ყირიმშიც გაიმართა. 

"ჩვენ განვახორციელეთ ის, რაც ჩვენთვის არა მხოლოდ ტერიტორიის საკითხია, რომელიც ისედაც ბევრი გვაქვს. ეს არის ისტორიული წარმომავლობის, ჩვენი სულიერების და სახელმწიფოებრიობის საკითხი. ეს არის ის, რაც ჩვენ ერთიან ხალხად და ერად გვაქცევს. ჩვენ გვწამს, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია და დღესაც ასე ვფიქრობთ. დარწმუნებული ვარ, უკრაინელი ხალხი ობიექტურ შეფასებას მისცემს იმათ მოქმედებას, ვინც ეს ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო", - განაცხადა პუტინმა.

კომენტარები