ყირიმის ანექსია

რუსეთმა უკრაინაში, ოკუპირებულ ყირიმში ანტისარაკეტო ტექნიკა გაგზავნა

Dmitry Rogulin / tass.ru

რუსეთმა უკრაინაში, ოკუპირებულ ყირიმში, ახალი საჰაერო თავდაცვის "S- 400 ტრიუმფის" ტიპის ანტისარაკეტო ტექნიკა განათავსა. ახალი საბრძოლო ტექნიკის შესაძლო განთავსების შესახებ ინფორმაცია რუსეთის ძალოვანმა სტრუქტურამ ჯერ კიდევ 1 თვის წინ დააანონსა. უწყების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ყირიმში გაგზავნილ საჰაერო ტექნიკაზე გადამზადება უკვე გაიარეს.

რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის მტკიცებით, ყირიმში კრიზისის გაუარესების შემთხვევაში, მოსკოვი იძულებული იქნება გაწყვიტოს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობები. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ თავის მხრივ, ყირიმში კრიზისის გამწვავების შემთხვევაში, ყირიმის დე-ფაქტო საზღვართან სამხედრო ჯარი განათავსა. 

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. 

კომენტარები