არჩევნები ისრაელში

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

independent.co.uk

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მთავარი მოწინააღმდეგეები მოქმედი პრემიერის ბინიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდი და მემარცხენე ცენტრისტული ალიანსი სიონისტური ბანაკია.

ოპოზიციური ალიანსის სათავეში პარტია ავოდას ლიდერი იცხაკ ჰერცოგი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ციპი ლივნი არიან. გამოკითხვების თანახმად, წარმატების ყველაზე მეტი შანსი სწორედ სიონისტურ ბანაკს აქვს.

თუმცა, ვადამდელი არჩვენების ინიციატორმა ნეთანიაჰუმ შესაძლოა, კოალიცია სხვა პარტიებთან შექმნას. არჩევნების წინ პრემიერმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში პალესტინური სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს.

კომენტარები