არჩევნები ისრაელში

ისრაელში არჩევნების თარიღი გამოცხადდა

ისრაელის პარლამენტმა თავი დაშლილად გამოაცხადდა და მომავალი არჩევნების თარიღად 4 სექტემბერი დაასახელა. წინასწარ გამოკითხვებში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ‘ლიკუდი’ დამაჯერებლად ლიდერობს.

მომავალი არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ მოახლოებული საბიუჯეტო დებატები სამთავრობო კოალიციას დაშლით ემუქრებოდა. ახალი კანონმდებლობით ულტრა-ორთოდოქი ებრაელებისთვის სამხედრო სამსახური სავალდებულო უნდა გახდეს, რასაც კოალიციაში შემავალი რელიგიური და ნაციონალისტური პარტიები ეწინააღმდეგებიან.

ისრაელის პოლიტიკოსების თქმით, საარჩევნო კამპანია ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პროცესზე არ იმოქმედებს. ანალიტიკოსების აზრით, არჩევნებში სავარაუდო მოგების შემდეგ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ნეთანიაჰუს პოზიციები არნახულად მყარი იქნება და ბარაკ ობამასთან მიმართებით მყარი ბერკეტი ექნება.

 

კომენტარები