საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება სასამართლოს და ძალოვან უწყებას საკუთარ პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ვაშაძე თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, სასამართლო პროკურატურის კარნახით მოქმედებს.
"მოსამართლეებად გვყავს ნოტარიუსები, რომლებიც კანონის უგულვებელყოფით აკეთებენ იმას, რაც ივანიშვილს სურს და ბეჭედს არტყამენ პროკურტურის განაჩენს. ხლისუფლება სასამართლოს და ძალოვან უწყებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს რაც ძალიან ცუდად შეუბრუნდება დღევანდელ ხელისუფლებას", - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს პროცესი გიგი უგულავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე.





