21 მარტის აქცია

თავდასხმა დეპუტატზე - აკო მინაშვილს ზუგდიდში ხელკეტი ჩაარტყეს

ტაბულა

ზუგდიდში მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრზე თავდასხმის შედეგად დაზიანებები მიიღო პარლამენტის წევრმა, აკაკი მინაშვილმა. მინაშვილის თქმით, თავდასხმის დროს მას ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლებმა ხის ხელკეტი ჩაარტყეს, რის შედეგადაც მან ხელის არეში მიიღო დაზიანებები. ამის შესახებ მინაშვილმა რუსთავი 2-თან ისაუბრა.

''ეს არის ამ ხელისუფლების დასასრული, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ხალხის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდეს, ისინი ახორციელებენ რეპრესიებს ოპოზიციაზე. დღეს თავს ზუგდიდის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები დაგვესხნენ'', - განაცხადა მინაშვილმა.

ამ წუთებში მინაშვილი მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრში იმყოფება. საპარლამენტო უმცირესობის სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ზუგდიდში, მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრში, ანი ნადარეიშვილის ოფისში 50-მდე ადამიანი, მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები შეიჭრნენ.

კომენტარები