მაღალჩინოსნების საქმეები

საელჩო: უგულავას ბრალი წინასწარი პატიმრობის ლიმიტისათვის გვერდის ავლას ჰგავს

facebook.com/tbilisi.usembassy

''შეშფოთებულნი ვართ იმ ამბით, რომ ყოფილი მთავრობის წევრებს დამატებითი ბრალი წაუყენეს, ან ბრალდების კვალიფიკაცია შეუცვალეს'', - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საელჩოს მოსაზრებით, თბილისის მერის გიგი უგულავას მიმართ წარდგენილი ახალი ბრალი წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს.

''შეშფოთებულნი ვართ იმ ამბით, რომ ყოფილი მთავრობის წევრებს დამატებითი ბრალი წაუყენეს, ან ბრალდების კვალიფიკაცია შეუცვალეს. ახალი ბრალდებები, განსაკუთრებით თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ, წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კანონის უზენაესობის გასამტკიცებლად, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი აღქმა, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების კამპანიაშია ჩართული'', - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა.
2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი დაუმძიმდათ.

კომენტარები