ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილს ბრალი არ დაუმძიმდა, არამედ დაუზუსტდა

www.ipn.ge

ვანო მერაბიშვილს 7 ნოემბრის საქმეზე წაყენებული ბრალი დაუზუსტდა - ამის შესახებ ყოფილი პრემიერმინისტრის ადვოკატმა გოგტა გაბაიძემ განაცხადა.

გაბაიძის თქმით, მერაბიშვილს ბრალი არ დაუმძიმდა, ბრალდება იგივე დარჩა, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ანუ უფლებამოსილების გადამეტება. მისი თქმით, ბრალდების ეპიზოდი ეხება 2006-2007 წლებს, ტელეკომპანია იმედს, ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებულ დეტალებს. დაზუსტებაში საუბარია, რომ 2007 წლის 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილმა მოიწვია თათბირი და უკანონო ბრძანებები გასცა, 2007 წლის 7 ნოემბრის მომიტინგეების დაშლის თაობაზე. ასევე ნათქვამია, რომ სწორედ მისი ბრძანებით მოხდა ტელეკომპანია იმედში შეჭრა.

გაბაიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა ბრალის დაზუსტების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

გაბაიძეს განცხადებით მისთვის ცნობილია, რომ ბრალი თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსაც დაუმძიმდებათ.

კომენტარები