კრიმინალი

მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ყოფილი უფროსი მოკლა

metro.us

მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი მოკლა. თავდასხმა ავტომობილში მოხდა.

სროლისას დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მესტიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. გამოძიებას პროკურატურა განზრახ მკვლელობის მუხლით აწარმოებს.

კომენტარები