ლარის კურსის ვარდნა

ქადაგიძე: რეზერვით ხანძრის ჩაქრობა არ არის წამლის ეფექტი, პრობლემის გადადებაა

ჩემთვის პირადად ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა რეზერვების დახარჯვა. რატომ უნდა მივიღო უამრავი რაოდენობის კრიტიკა და ნეგატივი, როდესაც შესაძლებელია, გააკეთო ბევრი ინტერვენცია და თქვა, რომ "აი, გავაკეთე, რა ვქნა, არ გამოვიდა." მაგრამ არ არის ეს სწორი პოლიტიკა და ეს რომ არ არის სწორი პოლიტიკა, ამიტომ არ ვაკეთებთ ამას. ზუსტად ამას რომ არ ვაკეთებთ, რეიტინგებზე იყო აქ საუბარი - ამიტომაც აქვს ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას ნდობა. ამიტომაც არის სახაზინო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთები ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რეგიონში და იმავე დონის, რა დონისაც არის განვითარებული ქვეყნების. რეზერვებით ხანძრის ჩაქრობა არ არის წამლის ეფექტი, ეს არის შეფუთვა და გადავადება პრობლემის.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პარლამენტის ყოფილ შენობაში, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

კომენტარები