საქართველოს ეკონომიკა

კვირიკაშვილი: 2%-იანი ზრდის მოლოდინი არის ჯანსაღი მიდგომის შედეგი

2%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მთავრობის მოსაზრება. მთავრობა ფიქრობს, რომ ჩვენ მაქსიმალურად კონსერვატიულად უნდა დავგეგმოთ ჩვენი ბიუჯეტი, იმისთვის, რომ სიურპრიზები თავიდან ავიცილოთ. სწორედ ამიტომ, 2%-იანი ზრდის მოლოდინი არის საკმაოდ კონსერვატიული, მაგრამ უფრო ჯანსაღი მიდგომის შედეგი. ვნახოთ, წლის ბოლომდე როგორ იქნება. იქიდან გამომდინარე, როგორც იქნება, თუ რამე პროფიციტი გვექნება, ჩვენ ამას მივმართავთ აუცილებლად კაპიტალური დანახარჯების მიმართულებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის ყოფილ შენობაში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე.

კომენტარები