პუტინის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია. თუმცა, რუსული და საერთაშორისო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტი კამერების წინ უკვე 1 კვირაა არ გამოჩენილა.
ბოლო ფოტო, რომელიც ვლადიმირ პუტინის პრესსამსახურის გვერდზე პუტინის ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ხმების გასაფანტად 11 მარტს გამოქვეყნდა, 5 მარტს არის გადაღებული.
მედიამ პუტინის ყაზახეთში ვიზიტის გაუქმებაც მის ავადმყოფობას დაუკავშირა. თავად ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა დაადასტურა ვიზიტის გადადების შესახებ გავრცელებული ცნობა, თუმცა ამის მიზეზი არ დაუსახელებია.
აღსანიშნავია, რომ გუშინ გაურკვეველი დროით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან თანამშრომლობის შესახებ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერაც გადაიდო.





