კრიმინალი

თბილისში, 19 წლის მამაკაცმა მამინაცვალი მოკლა

შსს-მ 1996 წელს დაბადებული, ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები ლაშა ო. თბილისში ჩადენილი მკვლელობისთვის დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ავლაბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა მამინაცვალი – 1976 წელს დაბადებული ვახტანგ ჯ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლაშა ო. მომხდარიდან რამდენიმე საათში ხარაგაულის რაიონში, სოფელ ხევში დააკავეს. მკვლელობის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აცხადებს შსს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით).

კომენტარები