დავით კირკიტაძის საქმე

დავით კირკიტაძე დაკითხვაზე იმყოფება

ტაბულა

ქვემო ქართლის ყოფილი გამგებელი დავით კირკიტაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. ის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. როგორც კირკიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა პოლიტიკური დევნითაა დაკავებული.

კირკიტაძის ადვოკატის ინფორმაციით, ყოფილ გამგებელთან იმ ბრალდებასთან დაკავშირებით აქვთ კითხვები, რაც უკვე წარუდგინეს - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

დავით კირკიტაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან.

ყოფილ გუბერნატორს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, რადგან დავით კირკიტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად იმყოფებოდა. ის საქართველოში 7 მარტს დაბრუნდა.

კომენტარები