ქართველი სამხედროები

ბერუჩაშვილი დაღუპულ კადეტებზე: ეს არის უდიდესი დანაკლისი საქართველოსთვის

ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ამერიკაში, ნიუ-ჯერსიში დაღუპულ ქართველ კადეტებზე პირველ განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ეს არის უდიდესი დანაკლისი საქართველოსთვის. ბერუჩაშვილის თქმით, აშშ-ში საქართველოს საკონსულო აქტიურად მუშაობს, რათა დაღუპული ქართველი სამხედრო კურსანტები სამშობლოში დროულად გადმოასვენონ. 

"ეს არის უდიდესი დანაკლისი მთელი საქართველოსთვის. მათი შემართება, პროფესიონალიზმი ნამდვილად დააკლდა ჩვენს ქვეყანას. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. პირველივე წუთიდან ჩვენი საკონსულო სამსახური ადგილზე ჩაერთო პროცესებში და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა დროულად მოხდეს დაღუპული სამხედროების გადმოსვენება სამშობლოში", - აცხადებს თამარ ბერუჩაშვილი.

ქართველი კადეტები 7 მარტს, ნიუ-ჯერსიში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალნენ.

კომენტარები