ქართველი სამხედროები

ბესელია: ენმ გვასწავლის გმირების პატივისცემას?

ამ თემებით სპეკულაცია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, არის ისეთივე უზნეობა, როგორც ისინი მოექცნენ 2008 წლის ომში მონაწილე ჯარისკაცებს. ვინ გვასწავლის გმირების პატივისცემას, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც დააპატიმრა ჩვენი გმირი მფრინავები, რომლებიც ებრძოდნენ რუს თავდამსხმელებს? იმ მფრინავებზე ვლაპარაკობ მე, რომლებიც ომის შემდგომ დღეებში დააპატიმრეს და ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს. ეს ის პოლიტიკური ძალა გველაპარაკება გმირების პატივისცემაზე, რომლებმაც ჯარისკაცები მიატოვეს და მერე გაასამართლეს ძალიან დიდი ნაწილი. იმ ადამიანებს, მე მახსოვს, სესიაშვილი და რამდენიმე უფლებადამცველი ვიცავდით.

 

განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გადაცემა იმედის კვირაში ომში დაღუპული 42 ჯარისკაცის ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვაზე საუბრისას. ცნობისთვის, დაკრძალვაზე საქართველოს პრეზიდენტის გარდა, ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ ყოფილა.

კომენტარები