ქართველი სამხედროები

2020 წლისთვის 660 სამხედროს თბილისსა და გორში ბინას გადასცემენ

თავდაცვის სამინისტროს Facebook-ის გვერდი

წლის ბოლომდე დაახლოებით 180 სამხედრო გორში საცხოვრებელ ბინას მიიღებს,- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა.

მისივე თქმით, 2020 წელს, 480 სამხედროს ბინა თბილისში გადაეცემა. ბახტაძე ამბობს, რომ საცხოვრებელი ბინების რემონტი უკვე მიმდინარეობს.

"თბილისში ვიწყებთ ორი ახალი კორპუსის მშენებლობას და მომავალ წელს 480-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცემთ ბინებს. 2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 1724 სამხედრო მოსამსახურე დავაკმაყოფილეთ", -თქვა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

კომენტარები