კრიზისი უკრაინაში

NATO რუსი ინტერვენტების მიერ უკრაინიდან ტექნიკის გაყვანას არ ადასტურებს

scmp.com

NATO უკრაინაში სეპარატისტების მიერ მძიმე შეიარაღების ფრონტის ხაზიდან გაყვანას არ ადასტურებს. ევროპაში ალიანსის ძალების სარდლის ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, ალიანსი აკვირდება არტილერიის გადაადგილებას ფრონტის ხაზის ორივე მხარეს, მაგრამ არ შეუძლია იმის თქმა, თუ სად მიდის ტექნიკა სეპარატისტების მხრიდან - ის გაჰყავთ გამყოფი ხაზიდან თუ უბრალოდ უცვლიან პოზიციას. რადგან ეუთოს დამკვირვებლებს ამის შემოწმების საშუალებას არ აძლევენ.  

ევროპა ჯერჯერობით არ არის მზად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად. ამის შესახებ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა ნიუ იორკ ტაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს სჯერა, რომ კრიზისი ამის გარეშეც მოგვარდება, თუმცა თავად ტუსკი სკეპტიკურადაა განწყობილი.

იაპონიაში ვიზიტით მყოფმა გერმანის კანცლერმა კი, რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების შენარჩუნებას დაუჭირა მხარი, თუმცა განაცხადა, რომ დიპლომატიური დიალოგის გზების ძიება აუცილებელია.

"რატომ უნდა ვიყოთ პრინციპულები, როდესაც საქმე ყირიმის ანექსიას, უკრაინაში სეპარატიზმს და რუსეთს გავლენას ეხება? იმიტომ, რომ ჩვენთვის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვა ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად რჩება. თუ არ აღიარებთ სხვის საზღვრებს და ისე მოიქცევით, როგორც იქცეოდნენ მე-16, მე-17, მე-18 ან მე-19 საუკუნეებში, მშვიდობას ვერ მიაღწევთ. ასე რომ, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მშვიდობიანი თანაარსებობას აუცილებელი პირობაა", - თქვა მერკელმა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე უთანხმოებამ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგის სამიტზე იჩინა თავი. როიტერის ცნობით, ყველაზე რადიკალური პოზიცია სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა დაიკავეს, სანქციების გაძლიერების წინააღმდეგ იტალია და ავსტრია გამოვიდნენ.

კომენტარები