რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ვოლსკი: აქციის მონაწილეები აგრესიულ ქმედებებზე გადასვლას გვთავაზობენ

აქციის მონაწილეები გვთავაზობენ შევწყვიტოთ მოლაპარაკებები და გადავიდეთ აგრესიულ ქმედებებზე - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციას, სადაც აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას ითხოვენ.

„ფორმატი არ არის ჩამოყალიბებული რაღაც დოგმების გარშემო. მაგრამ პრინციპებია მთავარი. არის საზოგადოებრივ, ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც მნიშვნელოვანწილად ზემოქმედებას ახდენს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, სტაბილურობაზე, იმაზე, რომ დენთის სუნი საქართველოში არ ტრიალებს, მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი სიტუაციაა ჩვენს გარშემო, მიუხედავად ოკუპირებულ ტერიტორებზე აქტივობისა. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ეს ყველაფერი არ აისახოს საზოგადოებაზე, მის მდგომარეობაზე, სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე. ამის ალტერნატივა არსებობს ის, რასაც აქციის მონაწილეები გვთავაზობენ - შევწყვიტოთ მოლაპარაკებები და გადავიდეთ აგრესიულ ქმედებებზე, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ცდილობს სხვადასხვა მეთოდით რუსეთი აიძულოს რომ მოვიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“ - აცხადებს გია ვოლსკი.

მთავრობის ადმინისტრაციასთან აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმების მოთხოვნით აქცია დაახლოებით ნახევარი საათია მიმდინარეობს.

კომენტარები