მკვლელობა

მესტიის რაიონში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული მირიან ნ. დააკავეს. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მირიან ნ-მ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, საკუთარ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1986 წელს დაბადებულ ლევან ჩ-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - იუწყება შსს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები