უნდა გაითვალისწინოთ, რომ სავალუტო ფონდის ნებისმიერმა განცხადებამ, ისევე როგორც პოლიტიკური ლიდერის ნებისმიერმა განცხადებამ, შეიძლება ამ საბაზრო ეკონომიკის პირობებში რყევა გამოიწვიოს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს სწორედ ასეთი განცხადება უნდა გაეკეთებინათ, რომ აქ არავითარი მძიმე მდგომარეობა, მომავალში ყოველ შემთხვევაში, იმ ღონისძიებების ფორმატში, რომელიც წარმოადგინეს, არ არსებობს. თუმცა, სერიოზული შენიშვნები ჰქონდათ ექსპერტებს ამ დარგის, საბანკო ექსპერტებს, რომელსაც მე ვიზიარებ, მაგრამ სამომავლოდ, შემდეგი, ხვალინდელი, ზეგინდელი დღისთვის, ჩვენს საზოგადოებას სტაბილური, ჩამოყალიბებული ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები სჭირდება მთავრობის მხრიდან და სავალუტო ფონდი ამ შეთხვევაში მიყვება ამ პრინციპს, ამ ხაზს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)
ვოლსკი: სტაბილურობისთვის, IMF-ს ეროვნულ ბანკზე ასეთი განცხადება უნდა გაეკეთებინა
tbl.ge/73y
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ საერთაშორისო სავალუტ ფონდის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, IMF-ის მისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას.
ამავე თემაზე
- თურნავა: სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა - ველით IMF-ის მისიას
- თურნავა IMF-ს პროგრამაზე: ჯერ ეს ერთიც, არ არის შეწყვეტილი, მიმოხილვის წარდგენაა გადადებული
- ფონდისგან დავინახე მყარი ნება, რომ სწრაფად აღდგეს – თურნავა IMF-ს შეჩერებულ პროგრამაზე
- თურნავა: IMF-სთან შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენის სამუშაოები ტექნიკურ დონეზე გაგრძელდება
- IMF: სანქციებთან დაკავშირებით სებ-ის გადაწყვეტილება ფინანსურ სტაბილურობაზე შეშფოთებას ზრდის




