საერთაშორისო სავალუტო ფონდი

IMF - სავალუტო რეზერვების გაყიდვა ეკონომიკას უკან დახევს

www.thehindu.com

სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მარკ გრიფითსი მიიიჩნევს, რომ მოცემულ ვითარებაში საქართველოს მხრიდან სავალუტო რეზერვების ხარჯვა მიზანშეწონილი არ არის და ის პირიქით დააზიანებს საქართველოს ეკონომიკას.

"მიმაჩნია, რომ იმ ქვეყნებმა ვინც საკუთარი სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილები კურსის დასტაბილურების მიზნით გაყიდეს, ეს რეზერვები უბრალოდ დაკარგეს, რადგანაც არანაირი დადებითი გავლენა ამ ხარჯვას არ ჰქონია. ეს არ არის მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ნაბიჯი და ის პირიქით ქვეყნის ეკონომიკას უკან ხევს. ქვეყანა სადაც ხდება სავალუტო რეზერვების გაყიდვა იქ საპროცენტო განაკვეთების ზრდაც ხდება და ეკონომიკური ზრდაც ფერხდება", - განაცხადა გრიფიტსმა.

ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების ხარჯვის ზრდისკენ ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა. ექსპრემიერის შეფასებით საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები სომხეთისა და მოლდოვას მსგავსად უნდა დაეხარჯა. თუმცა საგულისხმოა, რომ ამ ქვეყნების ნაბიჯებმა მათი ვალუტების დასტაბილირება ვერ გამოიწვია.

კომენტარები