საქართველოს ეკონომიკა

იუსტიციის სამინისტრო ე.წ. ქამრების შემოჭერის გეგმას ორ კვირაში წარადგენს

news.ge

იუსტიციის სამინისტრო ე.წ. ქამრების შემოჭერასთან დაკავშრებულ გეგმას ორ კვირაში წარადგენს. ამის შესახებ თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა. მინისტრის თქმით, ხარჯები იმ პროექტებს დააკლდება, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის შედეგი არ მოაქვს.

"ეს იქნება იმ ხარჯების შემცირება, რომელიც არ რჩება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ჩვენ იუსტიციის სამინისტროში უფრო სწრაფად დავხარჯავთ იმ თანხებს, რომელიც ეხება მშენებლობებს, იმიტომ რომ ეს ის თანხაა, რომელიც ვხედავთ, რომ ილექება ეკონომიკაში და ეხმარება ეკონომიკის ზრდას. ყველა ის ხარჯი, რომელიც არ ეხმარება ეკონომიკას, შემცირდება. გეგმას დავდებთ ორ კვირაში", - თქვა წულუკიანმა.

ხარჯები შეუმცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, თუმცა ვახტანგ გომელაური ამ ეტაპზე დეტალებს არ აკონკრეტებს.

"ზუსტად ვერ გეტყვით, შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ საზოგადოება, ამაზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, დეპარტამენტები. აუცილებლად გაცნობებთ, როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელ კუთხეში მოხდება ფინანსების შემცირება, გაცნობებთ აუცილებლად. ჯერ გადაწყვეტილება არ გვაქვს, ზუსტად რომ გითხრათ, რომ ამას შევამცირებთ ან იმას შევამცირებთ, სპეციფიკურია პოლიცია, მოგეხსენებათ, და ძალიან მტკივნეულად აისახება შემცირება ამა თუ იმ დანაყოფისთვის", - განაცხადა შს მინისტრმა.

 

კომენტარები