რუსეთ-საქართველო

ბერუჩაშვილი: რუსეთი ერებს უზღუდავს სუვერენულ უფლებას, აირჩიონ საკუთარი მომავალი

ტაბულა

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოსა და უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზეც გაამახვილა და თქვა, რომ მდგომარეობას რუსეთის მიერ სოხუმსა და ცხინვალთან ხელშეკრულების გაფორმება ამძიმებს.

"რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ყირიმის ანექსიას და აღმოსავლეთ რეგიონების დესტაბილიზაციას საერთაშორისო საზოგადოებისგან სათანადო პასუხი უნდა მოჰყვეს. უკრაინა ერთი ცალკეული შემთხვევა არ არის, ის რუსეთის მიერ გავლენის სფეროს გაფართოების მცდელობაა. რუსეთი ერებს უზღუდავს სუვერენულ უფლებას, აირჩიონ საკუთარი მომავალი. ასეთი პოლიტიკის ნათელი მაგალითია 2008 წლის სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. რუსეთი დღემდე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 7 წლის წინ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

კომენტარები