ლარის კურსის ვარდნა

უსუფაშვილი ლარზე: მთავრობა მზად არ იყო მოვლენების მსგავსად განვითარებისთვის

Jamestown.org

"მე ვთქვი, რომ მთავრობა მზად არ იყო, მოვლენების მსგავსად განვითარებისთვის", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრის დროს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ლარის გაუფასურება რეგიონში შექმნილ სიატუაციას დააბრალა. მოგვიანებით კი, ჟურნალისტის ნათქვამზე, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის სიტუაცია განსხვავდება საქართველოსგან, აღნიშნა, რომ ლარის ვარდნა როგორც საერთაშორისო და რეგიონალური, ასევე შიდა ფაქტორების ბრალიც არის.

"მე ვთქვი, რომ მთავრობა მზად არ იყო, მოვლენების მსგავსად განვითარებისთვის. დიახ, მაგრამ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ სომხეთის ეკონომიკა უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთთან, ეს მართალია. თუმცა, ბევრი ადამიანი რუსეთიდან საქართველოშიც აგზავნის თანხას და ამ გზავნილების რაოდენობა 60%-ით შემცირდა. ეს დიდი პრობლემაა ეკონომიკისთვის. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ აზერბაიჯანს აქვს ნავთობი, რომლის ფასიც ვარდება, იცით რამდენი დანაზოგი აქვთ მათ ამ ნავთობის შემოსავლიდან? მიუხედავად ამისა მათაც ვერ მოახერხეს ამ პროცესის შეჩერება [ვალუტის ვარდნის] და ეს ყველაფერი ჩვენც გვეხება. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს და ტურისტების რაოდენობის შემცირებას, დიახ, ტურისტების რაოდენობა 20% შემცირდა, და დიახ, ეს ნაწილობრივ სავიზო რეგულაციებით არის გამოწვეული. დავუშვით ჩვენ შეცდომა რეგულაციების მიღებისას? რეგულაციების ნაწილი კავშირში იყო ვიზა ლიბერალიზაციის მოთხოვნებთან, ვინაიდან ჩვენ რიგის სამიტიდან უვიზო მიმოსვლაზე მწვანე შუქის მიღება გვსურს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სხვა ქვეყნებთან საზღვრის და ვიზის საკითხების გაუმჯობესება. მოგვივიდა თუ არა ზედმეტი ამ პროცესში? დიახ... რაც შეეხება მიწის საკითხს, დიახ, დერეგულაცია საჭიროა, თუმცა რეგულაციების არარსებობა არ არის გამოსავალი".

კომენტარები